Finance AI Solutions Lead
Job Description
ფინანსების მიმართულებაში ვეძებთ Finance AI Solutions Lead-ს, რომელიც გამოცდილ ლიდერულ როლში ჩაერთვება და ფინანსების ტექნოლოგიურ განვითარებასა და AI-ის დანერგვას უხელმძღვანელებს.
ფინანსების ტექნოლოგიების განყოფილებაში სამი ქვეგანყოფილებაა - მონაცემთა ბაზების მართვისა და განვითარების ქვეგანყოფილება, ფინანსური და ტექნოლოგიური პროექტების ქვეგანყოფილება და ბანკის პორტფელების, შედეგებისა და მომგებიანობის ქვეგანყოფილება. შენი ამოცანა იქნება, ამ სამივე გუნდის ტექნოლოგიური განვითარება ერთ მკაფიო მიმართულებად ააწყო, პირველ რიგში კი ფინანსებში AI-ის რეალური, გაზომვადი use case-ები იპოვო და პრაქტიკაში დანერგო. შემდგომ ეტაპზე ამ მიდგომას მთელ ფინანსებზე გაავრცელებ.
Finance AI Solutions Lead არის cross-team გავლენაზე აგებული როლი და ანგარიშვალდებული იქნები ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე. შედეგს მიაღწევ გავლენით, ექსპერტიზით, გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წინადადებებით. ცვლილებები ხშირად გუნდების შიგნით არსებული ადამიანების ძალით განხორციელდება, შენ კი იქნები ის, ვინც მიმართულებას, პრიორიტეტებსა და ხარისხს განსაზღვრავს.
ვის ვეძებთ
- გაქვს მაღალი კომპეტენცია ტექნოლოგიური ცვლილებების წარმართვაში, ტექნიკური ლიდერობის ან მრჩევლის (consulting) როლში;
- გაქვს რეალური პროექტებისა და დანერგილი გადაწყვეტილებების გამოცდილება, რომელთა შესახებაც შეგიძლია კონკრეტულად და ციფრებით ისაუბრო;
- ფიქრობ ბიზნესის ენაზე: AI და ავტომატიზაცია შენთვის მიზანი კი არა, ფინანსური პროცესების გაუმჯობესების საშუალებაა;
- შეგიძლია, ფორმალური ავტორიტეტის გარეშე დაარწმუნო სხვადასხვა გუნდი და მიმართულების ხელმძღვანელები;
- ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული;
- გაქვს ძლიერი ტექნიკური ბაზა, რაც გაძლევს საშუალებას, ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმსჯელო;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ფიქრობ ჩარჩოებს მიღმა და ამავე დროს იცი, როგორ მუშაობს რეგულირებადი გარემო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსების ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;
- AI use case-ების იდენტიფიცირება, პრიორიტიზაცია (ეფექტი, სირთულე, რისკი) და დანერგვა LLM-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებით (მათ შორის Claude);
- პილოტებიდან რეალურ ექსპლუატაციაში გადასვლის უზრუნველყოფა: მოთხოვნების დაზუსტება, გუნდებთან ერთად დანერგვა, შედეგების გაზომვა და დოკუმენტირება;
- ავტომატიზაციის შესაძლებლობების მოძიება და მათი განვითარების გეგმის შედგენა;
- რეგულარული შეხვედრების წარმართვა გუნდებთან, მათი საჭიროებებისა და ბლოკერების გამოვლენა;
- AI-ის გამოყენების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება ფინანსებში, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შემდგომ ეტაპზე იგივე მიდგომის გავრცელება ფინანსების სხვა მიმართულებებზე;
- ფინანსების ხელმძღვანელობისთვის პროგრესისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება.
კვალიფიკაცია
- ტექნოლოგიური ცვლილებების, ავტომატიზაციის ან AI/ML პროექტების წარმართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- AI/LLM-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რეალურ გარემოში დანერგვის დადასტურებული გამოცდილება (რეალური პროექტები, პორტფოლიო ან კონკრეტული შედეგები);
- LLM-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებთან (მაგ. Claude) მუშაობის გამოცდილება, მათი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგება;
- მონაცემებთან მუშაობის კარგი ცოდნა (SQL, მონაცემთა ხარისხი, BI ინსტრუმენტები, მაგ. Power BI), იმ დონეზე, რომ ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმუშაო;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის უნარი სხვადასხვა დონის ბიზნეს და ტექნიკურ კოლეგებთან;
- ქართულისა და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილებას.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.